15:04 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 15:55:55, 912 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 251 000 ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა

ქართულ-გერმანულმა კომპანიამ „ბეთბი“ ჩუღურეთის რაიონში 251 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა.

გერმანელი პარტნიორების მიერ რეაბილიტირებული შ. გამცემლიძის ქუჩა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილთან, კომპანია „ბეთბის“ დამფუძნებლებთან, საქართველოში ევროკავშირის მისიისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

„ძალიან სასიხარულოა, მსგავსი უცხოური ინვესტიცია ქართულ რეალობაში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანელ პარტნიორებთან და ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

კომპანია „ბეთბის“ ინიციატივით, შ. გამცემლიძის ქუჩაზე წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი კომუნალური ინფრასტრუქტურა კაპიტალურად შეკეთდა, მოეწყო წყალარინების 270 გრძივი მეტრის ახალი ქსელი 15 საკომუნიკაციო ჭითა და მეზობელი ეზოების დაერთებით.

სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის განხორციელებით, ევროპული ხარისხითა და DIN-სტანდარტის გათვალისწინებით, შ. გამცემლიძის ქუჩაზე სანიაღვრე და წყალარინების სისტემის პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა.

საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურმა გამცემლიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დააგო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics