|
2018-06-09 15:51:40, 857 ნახვა
სამართალი
შსს-ში მირზა სუბელიანის ადვოკატი მივიდა
პროკურატურის ყოფილ თანამშომელთან, მირზა სუბელიანთან, რომელიც უკვე ოთხი საათია, შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება, ადვოკატი შევიდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის უწყებაში სუბელიანის ოჯახის თხოვნით მივიდა. მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, შსს-ში უკვე მესამედ იკითხება. გუშინ ის უწყებაში 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. სუბელიანს ხორავაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)