|
2018-06-08 14:55:48, 1227 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე: არავის ჰქონდეს ილუზია, რომ თავისი პოზიციიდან გამომდინარე, გამოძიებას როგორმე გააჭიანურებენ
„ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ზაზა სარალიძესთან, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვითანამშრომლებდით და მანაც გამოთქვა სრული მზადყოფნა კომისიასთან თანამშრომლობის“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამასთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომისია საქმის მასალებს დღესვე ელოდება. „ბატონ ზაზას ბევრჯერ დაუსახელებია კონკრეტული გვარები და თავისი ვერსია ამ საქმესთან დაკავშირებით და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიასთან მოვიდეს ეს მასალები. ჩვენ ასევე მოვისმენთ ყველა სხვა მხარეს და მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ კომისია ყველა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას იმ მიზნით, რომ იქნას სიმართლე გამოკვლეული. ყველი ის ადამიანი რომელიც ფიგურირებს ამ საქმეში იქნება დაბარებული, არავის არ აქვს იმუნიტეტი, ჩვენ გაქვს მოლოდინები რომ მტკიცებულებიბი ჩვენთვის იქნება გადმოცემული უმოკლეს დროში და ველოდებით რეალურად დღეს“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ. სერგი კაპანაძემ ასევე ისაუბრა ეკა ბესელიას კომისიიდან აცილებაზე. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მას ესმის ზაზა სარალიძის, ეკა ბესელია მათთან თანამშრომლობას ჯერჯერობით გააგრძელებს. „მე ძალიან კარგად მესმის, ბატონი ზაზას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და თავის დროზე კარგი იქნებოდა შესაბამისი გადაწყეტილება მიეღო „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ახლა კომისია გააგრძელებს მუშაობას და ჩვენს შორის თანამშრომლობა იქნება, ამიტომ ბესელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ, ეს უკვე მათ უნდა ჰკითხოთ. არავის არ ჰქონდეს ილუზია, რომ თავისი პოზიციიდან გამომდინარე, როგორმე გააჭიანურებენ გამოძიებას“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)