06:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 13:53:04, 1001 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: გუდაური გაიზრდება სამჯერ და იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი

„დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის; ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სათხილამურ კურორტებზე არამოთხილამურეთა სტუმრობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც გუდაურის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია დამტკიცდა.

პრემიერის შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სწორ სივრცით განვითარებას, განსაკუთრებით, ზამთრის კურორტებზე, რათა არ იყოს სტიქიური განვითარება და თავიდანვე სწორად დაიგეგმოს - არსებობდეს საცხოვრებელი ზონა, საჭირო რაოდენობით პარკინგი, საფეხმავლო ზონები, სავაჭრო-გასართობი სივრცეები.

„სტიქიურად, მხოლოდ და მხოლოდ დეველოპერების ბიზნესინტერესებზე დაყრდნობით ამის მიშვება, არასწორ შედეგს მოგვცემს. ვფიქრობ, ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ განახორციელა კანადურ კომპანია ECOSIGN-თან ერთად, გვაძლევს საშუალებას, გეგმაზომიერად განვავითაროთ უმნიშვნელოვანესი კურორტი გუდაური", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კურორტის გეგმის შესაბამისად განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წელს საქართველო, კერძოდ გუდაური და ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

„გუდაური, სამ ტერიტორიად იყოფა,  ესენია - 1. ცენტრალური გუდაური; 2. ახალი გუდაური, რომელიც იქნება  კურორტის  მთავარი საფეხმავლო  ცენტრი. ასევე, საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოთხილამურეთა მომსახურების ცენტრები, სავაჭრო დაწესებულებები, კვების ობიექტები, დასასვენებელი სივრცეები,  საკონფერენციო დარბაზები და ა.შ; 3. კობი-გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან და სტეფანწმინდის მოსახლეობას და ჩრდილოეთის მხრიდან შემომავალ ტურისტებს მისცემს საშუალებას, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, დიდი ამწეობის საბაგირო გონდოლის მეშვეობით, რომლის მშენებლობა წელს იწყება, ძალიან მარტივად მოხვდნენ კურორტის სასრიალო სივრცეში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მომავალში ტრასების განვითარება იგეგმება ასევე ჩრდილოეთის ფერდობზე, რადგან ჩრდილოეთის ფერდობს, მზის მიდგომის გათვალისწინებით, თოვლის გაცილებით უფრო ხანგრძლივად შენარჩუნების პოტენციალი აქვს.

„მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის. ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში, რომ სათხილამურ კურორტებზე არამოთხილამურეთა სტუმრობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ბევრ წამყვან კურორტზე, ნახევარს აჭარბებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უბრალოდ ახალი წლის გასატარებლად, დასასვენებლად მიდიან და არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. ეს არის არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ გუდაურში, მიმდებარე სოფლებისა და სტეფანწმინდის მცხოვრებლებისთვის ოთხსეზონიანი დატვირთვა და შემოსავალი", -  აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას წაახალისებს.

„იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც განვახორციელეთ მცირე ბიზნესისთვის და კიდევ ვახორციელებთ, გაცილებით უფრო მარტივი იქნება ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ რესტორნებსა და სასტუმროებში. შევქმნით, სპეციალურ სტიმულებს, რომ განსაკუთრებით წავახალისოთ ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვა იქაური ტურისტული ობიექტების მიერ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. იმ გუდაურში, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ, ტრასაზე ერთდროულად შესაძლებელია იდგეს 14 250 მოთხილამურე. ეს არის ძალიან სერიოზული პოტენციალი მთლიანად რეგიონისთვის და ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. შესაბამისი ფინანსური სახსრები გამოყოფილია და ეს პროექტი კერძო სექტორთან პარტნიორობით განვითარდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთის განვითარებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics