|
2018-06-08 13:49:34, 1258 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა, სიღარიბის დაძლევისა
„საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას კიდევ არა ერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა, თუმცა ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა, სიღარიბის დაძლევისა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან 2014 წლის ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პარლამენტთან ერთად, კრიზისი არა მხოლოდ დაძლია, არამედ მისი პოზიტიურ ტენდენციაში ტრანსფორმაცია მოახდინა. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გამოვიარეთ 2014 წლის უმძიმესი კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო უკრაინაში საომარი მოქმედებებითა და ოკუპაციით. ასევე, სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რა თქმა უნდა, რეგიონზე აისახა, აისახა ჩვენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე, აისახა დევალვაციაში. ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ, სამწუხაროდ ამავდროულად ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი, რამაც სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რომ არა ის ფისკალური, ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ესტონური მოდელის სახით არის ჩვენთან ცნობილი და რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ჩავრთეთ, თუმცა მანამდე მთელი წელი ვამზადებდით, ვსწავლობდით, მათ შორის სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი ექსპერტების დახმარებით, ესტონეთის შეცდომებს, ჩავარდნებს, რომელიც იქ განხორციელებულ რეფორმას მოჰყვა და პრინციპში, ყველა შესაძლო ასე ვთქვათ ხვრელი დაილუქა საკანონმდებლო, სწორი ცვლილებების შედეგად. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პარლამენტთან ერთად, მთელი პარლამენტი იყო ჩართული, განსაკუთრებით, ბუნებრივია, ეკონომიკური პროფილის - საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები. შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დავძლიეთ კრიზისის ეფექტი, არამედ მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდენციაში მოვახდინეთ ამ კრიზისის ტრანსფორმაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას კიდევ არა ერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა, თუმცა ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა, სიღარიბის დაძლევისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ძალიან სწორი, საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზით ნამდვილად შესაძლებელია, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სიღარიბეს“, - განაცხადა პრემიერმა.
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს განალაგებს
უკრაინამ ტულას რეგიონში რუსეთის უდიდეს მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)