|
2018-06-08 13:27:47, 1100 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ქართველიშვილის საქმეზე 2007 წელს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა
2018 წლის 7 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" − გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მომჩივან გიორგი ქართველიშვილის მიმართ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3(დ) პუნქტების დარღვევა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წელს მსჯავრდებულ გიორგი ქართველიშვილისათვის თანამესაკნეების დაკითხვაზე უარის თქმით ქართულმა სასამართლოებმა მის მიმართ დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე უარმა სასამართლო პროცესი გახადა უსამართლო, რამაც გამოიწვია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) 1-ლი და მე-3(დ) პუნქტების დარღვევა. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 2 500 ევროს გადახდა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით − 300 ევროს გადახდა. მომჩივანი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის პერიოდში, 2007 წლის 3 ოქტომბერს გაასამართლეს აკრძალული ნივთის (დასაკეცი დანის) ფლობის გამოც. ქართველიშვილს მიუსაჯეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული საქმის განხილვის ფარგლებში, გიორგი ქართველიშვილმა ეროვნული სასამართლოების წინაშე მოითხოვა მისი თანამესაკნეების მოწმის სახით დაკითხვა, რაზეც მას უარი ეთქვა.
(NS)
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – სამორინეებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის ხსენებას კამათი მოჰყვა
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)