06:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 12:38:28, 817 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - შეადარეთ, როგორ რეაგირებდა საზოგადოების მოთხოვნებზე წინა და როგორ რეაგირებს დღევანდელი ხელისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას მიმართავს, გააკეთონ შედარება, საზოგადოების მოთხოვნებზე როგორ რეაგირებდა წინა და როგორ რეაგირებს დღევანდელი ხელისუფლება.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც ხალხი თვეობით იდგა ქუჩაში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო აბსოლუტურად არანაირი რეაგირება და როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, თვისობრივი ცვლილება მოხდა“, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება პლატფორმის შექმნას, რომელმაც საზოგადოების ორგანიზებული ჩართულობ უნდა უზუნველყოფს.

„ჩვენ ასევე მივესალმებით საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ორგანიზებული ჩართულობა. ვფიქრობ, კანონი ასევე იძლევა ამის საშუალებას, რომ როგორც დაზარალებული ოჯახების წარმომადგენლები, მათი ადვოკატები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები, შესაძლოა, დაესწრონ საგამოძიებო კომისიის სხდომებს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, უპრეცედენტოა ისიც, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა წარმოდგენილია უმრავლესობით და კომისიის თავმჯდომარეც უმცირესობის წარმომადგენელია.

„ასე, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, თვისობრივი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მინდა, ჩვენი მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრსა და მოთხოვნებზე დღევანდელი სახელმწიფო. ეს ცვლილება მოიტანა რა თქმა უნდა, 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს იყო, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი ხალხის გამარჯვება. დღეს ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი, ერთმანეთის გვერდში დგომით, მხარში ამოდგომით, გავაკეთებთ იმას, რომ გვექნება გამართული სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართლიანობის გრძნობაც მთელს საზოგადოებაში გაცილებით უფრო მყარი იქნება. ამისთვის, რა თქმა უნდა, გადასადგმელია ნაბიჯები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი სასამართლო რეფორმაზეც“, - განაცხადა გიორიგ კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics