|
2018-06-08 10:32:18, 941 ნახვა
სამართალი
სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართული მარშის“ წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „2018 წლის 7 ივნისს, ‘’რუსთავი 2’’ -ის შენობის წინ მომხდარი ინციდენტის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა. სასამართლოს განჩინებით, 5 ბრალდებულს ირაკლი დ.-ს, ვლადიმერ ს.-ს, მიხეილ ა.-ს, ოლეგ დ.-ს და ბექა რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის ლუკა ნ.-ს და გიორგი ო.-ს, მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა- დარჩა უცვლელი. სასამართლომ, ხუთი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს, რომლებსაც ბრალად ედებათ ხულიგნობა, არიან ნასამართლეობის არმქონენი და ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. ხულიგნობის ბრალდებასთან ერთად, გიორგი ო.-ს ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსსკ-ის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ლუკა ნ.-ს, გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მათ მიმართ წარდგენილია ბრალდება ძალადობრივი დანაშაულისათვის, ფიზიკური შეურაცხყოფის და ქონების (ავტომობილი) დაზიანების სახით. ასევე ისინი ბრალდებულნი არიან დანაშაულთა ერთობლიობით ჩადენილ ქმედებაში. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გიორგი ო.-სა და ლუკა ნ.-ს პატიმრობაში დატოვება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. მოცემულ საქმეზე მომდევნო სხდომა 2018 წლის 19 ივნისს 12 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)