|
2018-06-08 11:19:29, 1038 ნახვა
საზოგადოება
ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ გახსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ამბულატორიულ სერვისებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებები განიხილეს. სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - სტაციონარული მომსახურების, საცხოვრისისა და დღის ცენტრის სტანდარტებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა ტერიტორიული განაწილებისა და ორგანიზაციული მოწყობის სამომავლო ხედვებზე. შეხვედრაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესიული თემი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ. ღონისძიება „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში–თბილისის“ ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)