|
2018-06-08 10:13:51, 971 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომა თბილისში, პარლამენტის შენობაში 13:00 საათზეა ჩანიშნული. „ევროპული საქართველო“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, სხდომაზე დეტალურად გაიწერება გრაფიკი და ის თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირების გამოკითხვა. შემუშავებული დღის წესრიგი საბოლოოდ ბიურომ უნდა დაამტკიცოს. „ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ფართო ჩართულობით იმუშავებს, იმ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. არავის დაკითხვა და გამოკითხვა კომისიაზე, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის, არც იუსტიციის მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების არ არის გამორიცხული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რა გამოიკვეთება საქმის შესწავლისას, თანამდებობის პირები ერეოდნენ თუ არა პროკურატურის საქმიანობაში და რომელი თანამდებობის პირები ცდილობდნენ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლას“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე. შეგახსენებთ, კომისია 17 წევრისგან შედგება. საპარლამენტო უმრავლესობა: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე; „ევროპული საქართველო“: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი; „პატრიოტთა ალიანსი“- ადა მარშანია; დამოუკიდებელი დეპუტატი - სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)