09:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 15:56:33, 546 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღის მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მორიგი მონიტორინგის ფარგლებში, დაათვალიერეს შენობა და გარე პერიმეტრი.

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, მიმდინარეობს წყლის, საკანალიზაციო და გათბობის სისტემის მოწყობა. შენობის ფასადი შეიფუთება გრანიტის ფილებით, ეზოში კი, მოეწყობა სათამაშო მოედანი.

 „ბათუმში, ყველა მუნიციპალიტეტის მსგავსად, გრძელდება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. თამარის დასახლებაში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 650 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.  აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში  ბათუმში აშენდა 8 ახალი საბავშვო ბაღი,  ხოლო რეაბილიტაცია  12 ბაღს ჩაუტარდა, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება." - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

თამარის დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი  საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელს მოემსახურება.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics