|
2018-06-07 12:27:04, 834 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ პლანშეტური კომპიუტერები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 540 პლანშეტური კომპიუტერი გადასცა. უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა საკვანძო ელემენტს წარმოადგენს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის და პოლიციელებს დაეხმარება, რომ მათ შემთხვევის ადგილიდან რეალურ დროში მიიღონ და გაცვალონ ინციდენტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს რისკების, საფრთხეებისა და დანაშაულის ტენდენციების შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პლანშეტური კომპიუტერების გადმოცემა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სისტემის დანერგვას, რაც სამომავლოდ პოლიციას დანაშაულის უფრო ეფექტიანად გამოძიებაში, პრობლემის ადრეულ იდენტიფიცირებასა და დანაშაულის პრევენციაში დაეხმარება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)