21:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 09:48:41, 1048 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ ელისო კილაძის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" ელისო კილაძის წინააღმდეგ გაზეთში „ქრონიკა +" გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო განაცხადი შეიტანა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, განაცხადის თანახმად, უხეშად დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი, უშუალოდ პუბლიკაცია კი მისმა ავტორმა გამოიყენა და მიმართა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის პიროვნების მიზანმიმართული დისკრედიტაციისკენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვა საზოგადოების ყველა წევრს მოეთხოვება, მით უფრო, მედიას, რომელიც უზარმაზარ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

„ამდენად, საგანგაშოა, როდესაც რომელიმე მედიასაშუალების მიერ საზოგადოებას მიზნობრივად ცრუ და ყალბი ფაქტები მიეწოდება. კარგად მესმის, რომ როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირს, მაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ არ შემიძლია გავჩუმდე, როდესაც გავრცელებული ცრუ ინფორმაცია შეეხება უამრავ ადამიანს, ვისთვისაც სიმართლის დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ყალბი ფაქტებით მანიპულირება დაუშვებელია”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე განცხადებით, მედიაში ცილისმწამებლური, კონკრეტული პიროვნების ღირსების შემლახავი და ამასთან, არგუმენტებით სრულიად გაუმყარებელი მასალების გამოქვეყნება, უპირობოდ ეწინააღმდეგება ქარტიის მიერ დეკლარირებულ, უმთავრეს მიზანს, რაც საზოგადოებაში ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დამკვიდრებას და პროფესიული სტანდარტის გაუმჯობესებას გულისხმობს.

„ამდენად, იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ჟურნალისტური გაერთიანება დადგება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვის მხარეს და ისე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას", - აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics