21:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 19:58:24, 1188 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა დაშავებული მოქალაქე სტეფანწმინდიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, დაშავებული მოქალაქის სტეფანწმინდიდან თბილისში გადმოყვანა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ოპერატიულად უზრუნველყვეს.

შსს-ს ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში 38 წლის მამაკაცმა ელექტროხერხით ფეხი დაიზიანა, რის შედეგადაც ბევრი სისხლი დაკარგა.

„შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა განაცხადეს, რომ, კატასტროფის ბრიგადის ჩასვლამდე, საჭირო იყო დაუყოვნებლივ პაციენტის ვერტმფრენით თბილისში ტრანსპორტირება და საავადმყოფოში მოთავსება, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ამ დროისთვის, დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას  კლინიკაში განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics