09:33 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 18:44:53, 1538 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი გაერთიანებული ენერგეტიკული „ფედერალური ქსელის კომპანიის“ მმართველობის თავმჯდომარეს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საჯარო სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ფედერალური ქსელის კომპანიის" მმართველობის თავმჯდომარეს, ანდრეი მუროვს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სს გეს „საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე.
შეხვედრაზე განიხილეს კომპანია „საქრუსენერგოს" საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილურობის გასაზრდელად.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმრებს ქვეყნის ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირებისა და ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად, საქართველო გადაიქცეს რეგიონალურ ჰაბად ელექტროენერგიის გაყიდვების მიმართულებით.

დასასრულს, მხარეები 'საქრუსენერგოს" შემდგომი განვითარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics