2018-06-06 16:26:29, 1198 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: ერთ მშვენიერ დღეს, პარლამენტს მოადგება ხალხი და დაიძახებს - კაა! (ვიდეო)
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, პარლამენტის მიერ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოეხმაურა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, დღევანდელმა სხდომამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ხელისუფლება მდგომარეობის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს.
„დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ხელისულფება ვერ აცნობიერებს მდგომარეობის სიმძიმეს, ვერ აცნობიერებს იმას, რომ მათი საფირმო ნიშანი გახდა უსამართლობა, ძალადობა და სიღარიბე. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს, ამ შენობას მოადგება ხალხი და დაიძახებს - კაა!“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
ავტორი: ,