04:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 14:40:24, 1066 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: მემანქანეებს მივეცი პირობა, რომ ხელფასების საკითხს 2019 წელს დავუბრუნდებით

მადლობა მეტროს მემანქანეებს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა, მოხდა შეთანხმება და მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,  კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და მეტრომ მუშაობა განაახლა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დეტალურად არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში ფინანსურად და რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მხრიდან ის არსებული პრობლემები, რომელიც აწუხებთ. შესაბამისად, ჩემი მხრიდან იქნა გაჟღერებული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება ჩემი, როგორც დედაქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია. ყოველ ჩემს განცხადებაში ამ საკითხს ვაფიქსირებ.  მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. შეიძლება ითქვას, რომ მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ მადლობა ასევე გადაუხადა  ავტობუსის მძღოლებს, საპატრულო პოლიციასა და მოსახლეობას. ამასთან, კახა კალაძემ გამგებლების თანადგომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობის ავტომობილები იმ პერიოდში, როდესაც მეტრო იყო გაჩერებული, ემსახურებოდა დედაქალაქის მოსახლეობას.

„მადლობა ავტობუსის მძღოლებს იმ შრომისთვის, რაც გასწიეს. განსაკუთრებული მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მე ვგრძნობდი ამ თანადგომას. ასევე დიდი მადლობა საპატრულო პოლიციას“, -განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის,  დედაქალაქის მეტროპოლიტენმა მუშაობა  14:00 საათზე განაახლა.

შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოში 3 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მემანქანეები 45%-ით ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ გაფიცვას იქამდე გააგრძელებდნენ სანამ მათი მათხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. გაფიცვის გამო, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა 4 ივნისს შეწყვიტა, რამაც ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას გადაადდგილების პრობლემა შეუქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდნენ. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics