|
2018-06-06 14:33:19, 970 ნახვა
საზოგადოება
„ერთობა 2013“- ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას
ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას, – ამის შესახებ „ერთობა 2013“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ისინი მეტროს მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ, და აღნიშნავენ რომ საზოგადოეაბში გავრცელებული აზრი, რომ მათი გაფიცვა პოლიტიზირებულია, არის დეზინფორმაცია. „გვინდა გავაკეთოთ განცხადება გაფიცული 240 მემანქანის სახელით. მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენ შევხვდით დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელმაც მოისმინა ჩვენი მოთხოვნები, გაგვაცნო სატრანსპორტო კომპანიაში არსებული მდგომარეობა და თბილისის ბიუჯეტის შესაძლებლობები. მთავარი, რაზეც ორივე მხარე შევთანხმდით, იყო ის, რომ ჩვენი მხრიდან არ ყოფილა ცალსახად დაყენებული საკითხი ხელფასების დაუყონებლივ ზრდის შესახებ და ბატონი კახიც დაგვეთანხმა, რომ თანამშრომელთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მისი, როგორც თბილისის მერის ვალდებულებაა. კახა კალაძის მხრიდან იყო დაპირება, რომ მომავალი წლიდან დედაქალაქის მთავრობა დაუბრუნდება ამ საკითხს და ერთობლივად განვიხილავთ შესაძლებლობებს, რათა გაუმჯობესდეს მემანქანეების შრომის ანაზღაურება. ჩვენ გვქონდა დრო, რათა გვემსჯელა და გაგვენალიზებინა შეხვედრის დეტალები და მივსულიყავით კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. პირველ რიგში, გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას. ამასთან, რასაკვირველია, ვაცნობიერებთ თბილისის მოსახლეობის ინტერესებს და გვესმის, რომ ამ დღეების განმავლობაში ისინი მოკლებულები იყვნენ სწრაფი და მოხერხებული გადაადგილების საშუალებას. ამდენად, ჩვენ მზად ვართ, დღეს 14:00 საათიდან მეტროპოლიტენმა განაახლოს მუშაობა. და ბოლოს, გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ჩვენი პროტესტის უკან დგანან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ პროცესების პოლიტიზებას. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ ძალებს და ვმოქმედებდით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, დედაქალაქის მეტროპოლიტენმა მუშაობა 14:00 საათზე განაახლა. შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოში 3 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მემანქანეები 45%-ით ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ გაფიცვას იქამდე გააგრძელებდნენ სანამ მათი მათხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. გაფიცვის გამო, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა 4 ივნისს შეწყვიტა, რამაც ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას გადაადდგილების პრობლემა შეუქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდნენ.
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)