|
2018-06-06 12:00:58, 940 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ინტერნეტის მეშვეობით ინფიცირების მცდელობას მომხმარებელთა თითქმის მესამედი დაექვემდებარა
საქართველოში 2018 წლის იანვარ-მარტში მომხმარებელთა 31.4% დაექვემდებარა ბოროტმოქმედი ვირუსებით დასნებოვანების მცდელობას ინტერნეტის მეშვეობით. „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის ინფორმაციით, ეს მსოფლიოში რიგით მე-14-ე მაჩვენებელია. 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველო შედიოდა ინფიცირების მცდელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების ოცეულში. ამის შესახებ მოწმობენ კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლებიც მიღებულნი იქნენ Kaspersky Security Network (KSN)-ის დახმარებით.
„კიბერდამნაშავეები სულ უფრო და უფრო აფართოებენ მათ არეალს ინტერნეტში, ტეხენ უფრო და უფრო მეტ საიტებს და განათავსებენ თავიანთ მავნებელ სკრიპტებსა და პროგრამებს, მათ შორის კრიპტოვალიუტის შენიღბული მაინინგისათვის. ასეთი მდგომარეობა უფრო აქტუალურია საქართველოსათვის, რომელიც გახდა მსოფლიო ლიდერი კრიპტოვალიუტის ყიდვა-გაყიდვისა და ინვენსტიციების სფეროში. შესაბამისად, თაღლითები სხვადასხვა ხერხით ექსპლოატაციას უწევენ საქართველოს კრიპტოვალიუტის მომხმარებელთა ინტერესს, მოტყუებით სთავაზობენ შევიდნენ ბოროტმზრახველთა საიტებზე, რომლისაგან თავის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ სიმამაცითა და ეფექტური ანტივირუსული პროგრამებით“, - აღნიშნავს „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოსა და სომხეთში, კიბერსაშიშროებების ექსპერტი არმენ კარაპეტიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)