05:17 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 10:11:09, 1228 ნახვა

პოლიტიკა
ვოლკერი: ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს

ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმისთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ვოლკემა აღნიშნა, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე, ამიტომ ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარება", რუსეთის ინტერესებშია. 

"პირველ რიგში, სირია მთლიანად დამოკიდებულია ირანსა და რუსეთზე. რაც შეეხება რუსეთს, ის ცდილობს მდგომარეობის დაძაბვას სხვადასხვა საკითხებით, იქნება ეს ბრიტანეთში ნერვული აგენტის გამოყენება, სირიაში სამხედრო კამპანია, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო ვითარება თუ საქართველოს შემთხვევაში, აღიარება. ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ [აღიაროს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“]. როგორც იცით, სხვა ქვეყნებმა, რომლებიც მოსკოვზე არიან დამოკიდებული ან მისგან რაიმეს მიღებას ელოდებიან, ეს ნაბიჯი გადადგეს. ნიკარაგუა ერთ-ერთია, ასევე წყნარი ოკეანის კუნძულს ამაში ფული გადაუხადეს. ასე რომ, ეს შესაძლებელია. სახელმწიფოების უმეტესობა ასე არ მოიქცევა, რადგან ყველა ქვეყანას აქვს რეგიონი ან ქვეყნის ნაწილი, რომელიც შემდეგ გამოყოფას მოინდომებს", - განაცხადა დიპლომატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics