|
2018-06-06 09:59:48, 1181 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ნდობას ვუცხადებთ ქვეყნის ახლანდელ თაობას და ვაწყობთ სივრცეებს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ, ხორცი შეასხან ინოვაციურ იდეებს
თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ გრძელდება. ფორუმის ფარგლებში სტუმრებისთვის გალა-მიღება გაიმართა, სადაც დროშის გადაცემის ცერემონია შედგა - 2019 წელს EuroDIG-ს ნიდერლანდების სამეფო უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელმაც ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის როლს და მნიშვნელობას. „თითოეულ ადამიანში არის პოტენციალი, შეცვალოს მთელი სამყარო და ჩვენი, როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ექსპერტებისა და სპეციალისტების ვალია, ხელი შევუწყოთ ასეთ ადამიანებს მათი იდეების განხორციელებაში. ვფიქრობ, სწორედ ეს გაკეთდა EuroDig 2018-ის დღევანდელ ღონისძიებაზე“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მისი განცხადებით, ამ ღონისძიების დროს გაზიარებული გამოცდილება და ცოდნა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსთვის შემდგომი კეთილდღეობის მიღწევაში, ასევე კარგი სტიმული იქნება ახალი იდეებისა და ინოვაციებისთვის. „ყველას კარგად გვესმის, რომ თუ ჩვენი მიზანი ინოვაციების განხორციელებაა, აუცილებელია ამ ინოვაციებისთვის შესაბამისი საძირკვლის შექმნა. აუცილებელია შევქმნათ შესაბამისი სივრცეები და გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა. ეს სწორედ ის გზაა, რომელსაც საქართველო უკვე რამდენიმე წელია მიყვება. ჩვენ ნდობას ვუცხადებთ მომავალს, ჩვენი ქვეყნის ახლანდელ თაობას და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაწყობთ სპეციალურ სივრცეებს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ერთად იმუშაონ და ხორცი შეასხან ინოვაციურ იდეებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. EuroDIG 2018 მუშაობას 6 ივნისს დაასრულებს - ხვალ, სასტუმრო „რუმსში“ ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სესია გაიმართება, მათ შორის თემებზე: ბლოკჩეინების განვითარება; ეკონომიკური შესაძლებლობები და უსაფრთხოების გამოწვევები; ხელოვნური ინტელექტი, სამუშაო ეთიკა და მომავალი; ელექტრონული ვაჭრობის გამოწვევები ევროპაში და ა.შ.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)