15:00 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 09:22:35, 1979 ნახვა

საზოგადოება
მემანქანეების გაფიცვა სრულდება - 14:00 საათიდან მეტრო მგზავრების მიღებას განაახლებს

მეტროპოლიტენის მემანქანეების ინფორმაციით, მეტროსადგურები დღეს, 14:00 საათიდან მუშაობას განაახლებენ.

გვიან ღამით, მემანქანეებმა შიდა კონსულტაციების შემდეგ მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტეს. როგორც “ერთობა 2013”-ის ხელმძღვანელმა, რატი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თავად თბილისის მერმა აიღო. 

"შეთანხმება მიღწეულია და მეტროპოლიტენი დღეს 14:00 საათიდან ამუშავდება. ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გვქონდა, გარკვეულ ზღვარამდე მომატებულიყო ჩვენი ხელფასი, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ამის პირობა თავად ბატონმა მერმა მოგვცა", - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოში 3 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მემანქანეები 45%-ით ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ გაფიცვას იქამდე გააგრძელებდნენ სანამ მათი მათხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. გაფიცვის გამო, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა 4 ივნისს შეწყვიტა, რამაც ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას გადაადდგილების პრობლემა შეუქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
რეჟიმის პატიმარმა ირაკლი ჩხვირკიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics