20:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 16:36:52, 968 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მაღაზიათა ქსელში „ბიბლუსი“ აქცია გაიმართა

5 ივნისს მსოფლიოში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა. წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემას  ,,შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება’’ წარმოადგენს.

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსი“ სამ ფილიალში აქცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა მომხმარებლებს მაისურები, მრავალჯერადი გამოყენების ნაჭრის ჩანთები გადასცეს და ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენების მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ვინაიდან პლასტიკის პარკების მოხმარება გლობალური პრობლემაა, მრავალ ქვეყანაში, პლასტიკის პარკების მოხმარების შესამცირებლად, გარკვეული რეგულაციები მოქმედებს.

საერთაშორისო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, საქართველოში, გარემოს პლასტიკისგან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, 2018 წლის ბოლოდან ამოქმედდება ,,ტექნიკური რეგლამენტი - პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“.

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ეს დღე გარემოსდაცვით  ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს ეძღვნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics