20:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 13:56:10, 1286 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა ქალაქ მცხეთის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

წელს გარემოს დაცვის დღის თემას „შევამციროთ პლასტიკით დაბინძურება“ წარმოადგენს.

„გარემოს დაცვის დღის აღნიშვნის მიზანია ავამაღლოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იზრუნოს სუფთა ეკოლოგიურ გარემოზე, იზრუნოს გარემოსდაცვითი მდგრადი განვითარების მხარდაჭერაზე. რაც მთავარია, უნდა განვახორციელოთ სლოგანი „ჩვენი ქვეყანა ჩვენი პასუხისმგებლობაა“ და უარი ვუთხრათ პლასტიკატს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პლასტიკის პარკების მოხმარება. გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება, ვინაიდან გარემოში პლასტიკის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

5 ივნისი, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით  1973 წლიდან აღინიშნება.

აქცია, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ჩატარდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics