|
2018-06-05 12:57:34, 1260 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საკომუნიკაციო ბაზარი თანმიმდევრობით გაიხსნება
ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის - „EuroDIG 2018“ ფორუმის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და საკომუნიკაციო ბაზარის განვითარების საკითხებზე ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ბაზრის გახსნილობასთან დაკავშირებით საქართველო ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში მოქმედებს. „ჩვენ გვაქვს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე და ბაზარი იმ თანმიმდევრობით, რა ვალდებულებაც გაგვაჩნია, აუცილებლად გაიხსნება. რომ დავაკონკრეტოთ - აქაც არის დაშვების წერტილების გახსნილობაზე ლაპარაკი. თვითონ ბაზარი, რა თქმა უნდა, გახსნილია და დღესაც შეუძლია ნებისმიერ კომპანიას შემოვიდეს ბაზარზე, დარეგისტრირდეს და დაიწყოს საქმიანობა, უბრალოდ აქ საუბარი იმაზეა, რომ არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაშვების წერტილებში რამდენად იქნება რეგულირებადი და გახსნილი ეს მიმართულება, რაც უკვე არის ევროპის ასოცირების შეთანხმების მიხედვით ჩვენი ვალდებულება“, -განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის განვითარებაზე საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოყო საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც გაიზარდა მაუწყებელთა რაოდენობა ქვეყანაში. „ციფრული საეთერო მაუწყებლობის გადასვლის ფართომასშტაბიანი რეფორმის გამო, ეროვნულ დონეზე 21 არხი თავისუფლადაა ხელმისაწვდომი, რეფორმამდე 4 ნაციონალური მაუწყებელი იყო. აღნიშნულმა მყარი საფუძველი ჩაეყარა ელექტრონული მედიის, მედია პლურალიზმისა და მრავალფეროვნების მდგრად განვითარებას.“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)