20:30 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 12:19:21, 1293 ნახვა

საზოგადოება
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეა წულუკიანმა წლების განმავლობაში მართლმსაჯულების რეფორმას თავი ვერ გაართვა.

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატი თეა წულუკიანმა უნდა შეარჩიოს, სამოქალაქო სექტორი უნდობლობას უცხადებს.

„ეს არის ერთგვარი ილუზიის შექმნა საზოგადოებისთვის, რომ პროცესი მიმდინარეობს. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, რომ თბილისის კონსერვატორია ან სამხატვრო აკადემიის ჩართულობა იყოს მნიშვნელოვანი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში. მოკლედ რომ ვთქვათ, არ აქვს არანაირი აზრი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს, თუკი ამას ჩაატარებს თეა წულუკიანი“, -განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“  თავმჯდომარემ  გიორგი მშვენიერაძემ.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევის შემთხვევაში, შეიქმნება რესურსი, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ძალიან ბევრი ჯგუფის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატურას, ისინი ჯერჯერობით ამ თემაზე არ საუბრობენ და თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას ელოდებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics