|
2018-06-04 18:18:14, 1548 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე მისი პატიმრობისას ხმის მიცემის უფლების დარღვევა დაადგინა
31 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" − გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მომჩივან შალვა რამიშვილის მიმართ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევა. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულ პირთა ხმის მიცემის უფლების აკრძალვა, რომელსაც ითვალისწინებდა 2008 წელს მოქმედი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და „საქართველოს კონსტიტუციის" 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი, იყო ზოგადი, ავტომატური და განურჩეველი ხასიათის. აღნიშნული აკრძალვა ვრცელდებოდა ყველა მსჯავრდებულზე, მიუხედავად მათი სასჯელის ხანგრძლივობისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმისა. შესაბამისად, მომჩივანმა მონაწილეობა ვერ მიიღო არჩევნებში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოგვიანებით, 2011 წელს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს მიეცათ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა, ამ ცვლილებების განხორციელება არ ახდენს გავლენას იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლის მაისის არჩევნებში მომჩივანმა მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" − მომჩივან შალვა რამიშვილის მიმართ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევა.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)