|
2018-06-04 16:18:28, 1101 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ 34 თანამშრომელს საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ
"საქართველოს რკინიგზის" 34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ. ამ ღონისძიებით საქართველოში Iowa State University-ის მხარდაჭერითა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. უკვე სერტიფიცირებული ტრენერები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების კურსს საქართველოს რკინიგზის ყველა რეგიონსა და სტრუქტურულ ერთეულში ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. მის ფარგლებში სარკინიგზო კოლეჯის ლექტორების გადამზადებაც მოხდა. აღნიშნული ინიციატივა შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას ემსახურება. (R)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)