2018-06-04 15:10:28, 1005 ნახვა
კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: კვირიკაშვილი ჩემზე უარს იმიტომ ამბობს, რომ მუსლიმი ვარ
პრემიერის განცხადებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა გამოეხმაურა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერის განცხადებას დისკრიმინაციულს უწოდებს.
„ყველასთვის ნათელია აქ რაც ხდება. ახლა კვირიკაშვილი რატომ იძახის ჩემზე უარს, იმიტომ რომ მე ვარ მუსლიმი, მე ვარ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მე ვარ ტერორისტი. ვაჩვენებ ამ სისტემას რასაც ვაპირებ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ავტორი: ,