2018-06-04 13:22:47, 1113 ნახვა
კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი: გუშინ, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა იყო ცირკი
გუშინ, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა იყო ცირკი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ვერ შეხვდება ადამიანებს, რომლებთანაც სერიოზული საუბარი შეუძლებელია.
"როდესაც პარტიები ამბობენ, რომ მივდივართ პრემიერთან, რომ მოველაპარაკოთ მისი გადადგომის პირორბებზე ეს ყველაფრის მიღმა. ასეთ დროს თუ გგონიათ, რომ პრემიერი უნდა ადგეს და ამ ადამიანებს უნდა დაელაპარაკოს - ვერ დაელაპარაკება. მათი მხრიდან სერიოზულობა უნდა იყოს და ამ ადამიანებს სერიოზულად ვერ დაელაპარაკები", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ავტორი: ,