02:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 13:00:37, 1245 ნახვა

ეკონომიკა
ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - თბილისში EuroDIG 2018-მა დაიწყო მუშაობა

თბილისში დღეიდან ფორუმი EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ იმართება.

ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მასში მონაწილეობას იღებს 500-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან, მათ შორის - სანდრა ჰოფერიხტერი, EuroDIG -ის გენერალური მდივანი; ევროპის პარლამენტის წევრი (პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი) მიხალ ბონი; ევროპის სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატორთა ასოციაციის (ETNO) გენერალური დირექტორი ლის ფური; ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ვიცე პრეზიდენტი რაულ ეჩებერია და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები.

ფორუმი ოფიციალურად 5 ივნისს გაიხსნება, ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. ფორუმის მონაწილეებს ვიდეომისალმებით მიმართავს მარია გაბრიელი - ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარი.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები როგორც სამთავრობო, ისე კერძო, აკადემიური და  არასამთავრობო სექტორებიდან.

EuroDIG 2018 თბილისში 4-6 ივნისს სასტუმრო „რუმსში“ იმართება, ჩატარდება რამდენიმე პანელი და  დისკუსია, ასევე გაიმართება პრეზენტაციები. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება და საერთაშირისო ნორმები; საავტორო უფლებების რეფორმა ევროპაში; ICT კლასტერის პრეზენტაცია; ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ; კონფედენციალურობა ყველგან: პრობლემებთან გამკლავების გზები;  ინფორმაციური ქაოსი: მიზეზები, რისკები და მოგვარების გზები; ბლოკჩეინების განვითარება; ეკონომიკური შესაძლებლობები და უსაფრთხოების გამოწვევები და ა.შ. ამასთან, EuroDIG 2018-ის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, მათ შორის სტრატაპერებთან და თავისუფლების ონლიაინ კოალიციის შეხვედრა.

ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს“ (IGF). EuroDIG ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ  ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics