19:28 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 12:16:23, 1108 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკს“ ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერაციების მართვის დირექტორად თორნიკე გოგიჩაიშვილი დაინიშნა.

ამ პოზიციაზე გოგიჩაიშვილმა ვანო ბალიაშვილი შეცვალა, რომელიც  თიბისი ბანკში თითქმის 20 წლიანი მუშაობის შემდეგ საქმიანობას  უკვე  სხვა სექტორში გააგრძელებს.

თორნიკე გოგიჩაიშვილს ფინანსური სერვისებისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, ის  საქართველოს ბანკში ოპერაციების მართვის დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, გოგიჩაიშვილს სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია ეკავა BGEO ჯგუფში. თორნიკე გოგიჩაიშილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ფლობს ოქსფორდის ბიზნესსკოლისა (Executive Diploma in Strategy and Innovation) და კავკასიის ბიზნესსკოლის (MBA) ხარისხს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ვანო ბალიაშვილს იმ თავდაუზოგავი შრომისა და შედეგებისთვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში გასწია. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მისი წვლილი 2015 წელს, ბანკ კონსტანტსა და 2017 წელს, ბანკ რესპუბლიკას თიბისი ბანკთან შერწყმის პროცესში. წარმატებებს ვუსურვებ მას სამომავლო საქმიანობაში. აქვე მინდა თორნიკე გოგიჩაიშვილს მივულოცო თიბისი ბანკის გუნდში შემოერთება. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ფასეული შენაძენი იქნება თიბისის გუნდისთვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის ზრდასა და განვითარებაში", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ვანო ბალიაშვილი  თიბისი ბანკში 1999 წლიდან  სხვადასხვა პოზიცია ეკავა. 2010 წლიდან დღემდე ის თიბისი ბანკის ოპერაციის მართვის დირექტორად მუშაობდა.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics