03:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 10:34:50, 1310 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მეტროს მემანქანეთა ხელფასები მეტია ვიდრე პატრულის, სასწრაფოს ექიმის და მეხანძრე-მაშველების

„მეტროს მემანქანეთა ხელფასები მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის, სასწრაფოს თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების  ხელფასები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებების პროცესში მემანქანეების წარმომადგენლები აყენებდნენ პირობას, რომ ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე, რაც კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება- ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება  მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი  მდგომარეობა. რაც შეეხება მეტროს მემანქანეთა არსებულ ხელფასებს, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატების ოდენობა, რომელიც მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების  ხელფასები“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, დილიდან დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია.

 

 

კალაძე: არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ხარჯზე

 

კალაძე: ის, რომ მეტრო მგზავრებს არ ემსახურება, შეიძლება შეფასდეს როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ

 

კალაძე: გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics