|
2018-06-03 13:17:15, 1401 ნახვა
სამართალი
სვანეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული კ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს, ხოლო 1987 წელს დაბადებული კ.თ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ.თ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)