|
2018-06-03 10:02:21, 1120 ნახვა
პოლიტიკა
დღეს, პარლამენტის წინ 18:00 საათზე, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აქცია გაიმართება
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დღეს, 18:00 საათზე აქცია “ნუ მომკლავ!“-ს ნაცვლად ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, სადაც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ. წუხელ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მომიტინგეებს მიმართს და განაცხადეს, რომ ისინი გაერთიანებული ძალებით აპირებენ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას. ზაზა სარალიძეს თქმით, მანამდე 12:00 საათზე შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმის შესახებ კონსულტაციებს გამართავენ. ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა აქციაზე შეკრებილებს ერთად მიესალმნენ. „მე გადავწყვიტე უკვე, რომ მომეხმო ყველა პოლიტიკური ძალისთვის და მთელი საქართველოსთვის. მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ, რათა სისტემა დანგრეულიყო. ჩვენი შვილების მკვლელები უნდა დაისაჯონ. ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, გავერთიანდეთ, რათა ჩამოვამხოთ ეს სისტემა და ეს მოძალადე და მკვლელი მთავრობა," - აღნნიშნა სარალიძემ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ამ ქვეყანაში სისტემას ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და სწორედ ის უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს. „შევთანხმდით იმაზე, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ივანიშვილი ქვეყანას უნდა მოშორდეს და როდესაც მოშორდება, რეჟიმიც აღარ იარსებებს, სისტემაც აღარ იარსებებს, სამართლიანობა იქნება აღდგენილი და ეს ქვეყანა გააგრძელებს ნორმალურ ცხოვრებას. ეს არის ახალი ეტაპი, ეს არის მეორე ეტაპი, ეს არის ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მივა ბოლომდე“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ. „ეს ადამიანი მოვიდა, მესმის, რომ მძიმეა პროცესი, როდესაც ამდენ პროვოკაციას უძლებ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები დაისაჯოს. ამიტომ, მოვიდა ეს ადამიანი და ჩვენ ბუნებრივია, მზად ვართ, გვერდით დავუდგებით. ჩვენ ვიდექით, როგორც მოქალაქეები მის გვერდით და მზად ვართ, უფრო მეტიც გავაკეთოთ“, – აღნიშნა ქარდავამ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)