18:37 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 20:27:01, 1178 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო მოკლული მოზარდების მშობლებისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო პატრიარქისა და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და  სხვა მიზანი არ ჰქონია.

„ა.წ. 2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, – მშობლები და ოჯახის წევრები.

მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და  სხვა მიზანი არ ჰქონია.

P.S. შევნიშნავთ იმასაც, რომ ა.წ. 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. ეს ქმედებაც და  განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics