03:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 17:50:45, 1069 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ როგორც კი, რაიმე გადაცდომა იქნება, ხელისუფლება შესაბამისად იმოქმედებს

არსებობენ გარკვეული ძალები ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი, ოჯახის ტრაგედია გამოიყენონ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, როგორც კი რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

"ზვიად კუპრავა არ ვიცი საერთოდ ვინ არის და რას წარმოადგენს, მაგრამ რა წარსული აქვს ძალიან კარგად ვიცი. ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანაა, რომ ამ ოჯახების ტრაგედიით მანიპულირების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ არავის. არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ვისმენთ გასაოცარ მოწოდებებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ქაოსში. არსებობენ გარკვეული ძალები ვისაც აქვს შესაძლებლობა და სურვილი, და ეს ბოლო დღეების განმავლობაში კარგად გამოჩნდა, რომ ოჯახის ტრაგედია გამოიყენონ თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესისთვის. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი,  მაგრამ როგორც კი, რამე გადაცდომა იქნება ვინმეს მხრიდან ხელისუფლება იმოქმედებს შესაბამისად, კანონის ფარგლებში", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics