|
2018-06-02 15:24:05, 1079 ნახვა
კომენტარი
დადუნაშვილის ადვოკატი: ხელახლა დაიკითხებიან თვითმხილველები - უახლოეს პერიოდში გარკვვეულ შედეგებს უნდა ველოდოთ
ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის ხატუნა მაღლაკელიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველებს ხელახლა დაკითხავს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლევან დადუნაშვილის მამამ შს მინისტრთან შეხვედრა თავად ისურვა. მაღლაკელიძის თქმით, უწყება მოწმეზე ზემოქმედების და შეუტყობინებლობის საკითხს იძიებს. "ბატონ დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი, რომ შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მიეღო პასუხები, იმ კითხვებზე, რაც მასაც გაუჩნდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ პასუხი იმაზე, რომ გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი არის მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და მეორე - შეუტყობინებლობის ნაწილში. როგორც გვითხრეს ამ საქმეთა გამოძიება გაერთიანდება. ხელახლა დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები და უახლოეს პერიოდში გარკვვეულ შედეგებს უნდა ველოდოთ. მართალია ლევან დადუნაშვილის ნაწილში განაჩენი დადგა და მსჯავრდებული გამოვლენილია, თუმცა ბატონი დავითის სურვილია, რომ თანადგომა გამოუცხადოს ზაზა სარალიძეს და მისი შვილის მკვლელების გამოვლენის მიზნით იგივი მოქმედებები განახორციელოს, რასაც განახორციელებდა თავისი შვილების მკვლელების დასადგენად", - აღნიშნა ადვოკატმა. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას დღეს შეხვდა. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე ესწრებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველს და დადუნაშვილის ოჯახს გამოძიების პროცესში არსებულ სიახლეებს სისტემატიურად გააცნობს. გიორგი გახარია მზად არის უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამას ზაზა სალარიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს“, - აცხადებენ შსს-ში.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)