|
2018-06-01 20:24:07, 1402 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით „ლოპოტა სპა რეზორტმა“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა
1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ლოპოტა სპა რეზორტმა“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა. ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში, დღევანდელი დღე ერთ ერთი ასეთი დღეა, რომელიც ტრადიციულად გაგრძლედება. დღევანდელი ღონსძიება ხორციელდება ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან ერთად - ასოციაცია “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან”, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის “SOS Children's Villages International” ადგილობრივ წარმომადგენლობას. ამჟამად, აღნიშნული ორგანიზაციის ქსელი ფუნქციონირებს მსოფლიოს 132 ქვეყანაში და სხვადასხვა მომსახურების გზითა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ზრუნავს მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების და/ან მშობელთან დაშორების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე. ასოციაციის ერთ-ერთ პროგრამულ მიმართულებას წარმოადგენს ოჯახის გაძლიერების პროექტი, რომლის ძირითადი მიზანია დახმარება გაუწიოს მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ბავშვებსა და მათ ოჯახებს. პროექტში ერთიანდებიან 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. დღევანდელი ღონისძიება მოიცავს, ცხენებზე ჯირითს, სხვადასხვა სპორტულ აქტივობებს, პურის ცხობას და ჩურჩხელების ამოვლებას. მსგავსი საინტერესო და სახალისო აქტივობები დაგეგმილია ივნისიდან რადგან ‘ლოპოტა სპა რეზორტი’ ემზადება 10 წლის იუბილესთვის. „ლოპოტა სპა რეზორტი“ -ს ისტორია იწყება 2008 წლიდან სულ რამოდენიმე ნომრით. დღეს კი სასტუმრო შედგება 102 ნომრისგან. თვის ბოლოს დაგეგმილია ახალი დამატებითი 84 სასტუმრო ნომრის გახსნა და ღონისძიების დარბაზის, რომელიც დაიტევს 500 ადამიანს. სექტემრის თვეში იგეგმება შატო ბუერას (ღვინის საწარმო და რესტორანი ) გახსნა, რომელიც იქნება გამორჩეული პროდუქტი.
®
თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)