02:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 16:00:46, 1851 ნახვა

ეკონომიკა
მემორანდუმი, რომელიც ახალგაზრდების საუკეთესო განათლებისა და დასაქმების პირობებს შექმნის

„თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში, „ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, „ანაკლია სითის“, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი სან დიეგოს უნივერსიტეტთან აქტიურ თანამშრომლობასა და სტუდენტების სამომავლო დასაქმებას ითვალისწინებს.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA – Georgia)”  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს პროგრამას, რომლის მიზანიც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების საქართველოში დანერგვა, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების ამერიკული აკრედიტაცია და ადამიანური რესურსის გაძლიერებაა. ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის განვითარების ფარგლებში სხვადასხვა სპეციალისტები ფაზების მიხედვით დასაქმდებიან.

მემორანდუმის თანახმად მხარეების მიზანია მრავალმხრივ შეუწყონ ხელი საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადებასა და შემდგომ მათ დასაქმებას, რაც ქვეყანაში განათლების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებაზე  „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პორტისა და ქალაქის პრეზენტაციები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებასა და სტუდენტებს პორტის ტერიტორიაზე  მიმდებარე სამშენებლო სამუშაოები, ასევე სამომავლო გეგმები გააცნეს.

როგორც „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწლოვანი პროექტის  მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ანაკლიის ღრმაწლოვანი პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს ლოჯისტიკის ზონის განვითარებას პორტის  მიმდებარე ტერიტორიაზე, უახლოეს მომავალში უკვე ამ მიმართულებითაც დაიწყება სამუშაოები. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ ზონას, გეგმარების პროცესში ვართ. 2020 წლის ბოლოს ეკონომიკური ზონა მზად იქნება, რომ მიიღოს კლიენტები. მშენებლობა პორტის კუთხით უკვე დაწყებულია. საკამოდ მაღალია პოტენციალი, რომ საქართველომ რეალურად დაიმკვიდროს თავის ფუნქცია და  აქედან მოხდეს აწყობა, წარმოება, რაც კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. ჩვენ გვაქვს, მოლაპარაკებები დაახლოებით 100-ზე მეტ კომპანიასთან და მათი მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალია, იმ მოცემულობით რომ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნას“, - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

 „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის თქმით, 2017-16 წლებთან შედარებით ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით, კარგი ტენდენციები არსებობს და 100% ზრდა ფიქსირდება.

„უპირველესად, გამჭოლი ტარიფები უფრო კონკურენტულ გარემოს შექმნის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ თითო ტვირთზე მომხმარებელი გადაიხდის ერთ ადგილას ანუ ერთ ტარიფს, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელი მიიღებს ყველა ქვეყნის მომსახურებას ავტომატურად. ამ შემთხვევაში არ უწევს ყველა საბაჟოზე,  ყველა ქვეყნის ბიუროკრატიის გავლა, რომ მიიტანოს თავისი ტვირთი A-დან  B-მდე. ამ ქვეყნებში შედის, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და ა.შ.  გამჭოლი ტარიფები უკვე დაწესებულია. ჩვენ  ანაკლიის დაწყებითი სამუშაოები დეკემბერში დავიწყეთ, ივნისის ბოლოს   მოსამზადებელი სამუშაოები  სრულდება და ამას ახორციელებს  „ბლექსი“ ჯგუფი. ტრვირთბრუნვას რაც შეეხება, უკვე ძალიან კარგი ტენდენციები არსებობს, 2016-17 წლებთან შედარებით 100% ზრდა გვაქვს, ეკონომიკა ვითარდება“,- აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტი და ქალაქი მომდევნო 10 წლის განმავლობაში რამდენიმე ათას ადამიანს დაასაქმებს.

„საზოგადოების ინფორმირება და განათლების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა როგორც დამსაქმებლისათვის, ასევე დასაქმებულისთვის. ჩვენი დიდი, მრავალწლიანი გეგმა გვაქვს, ამიტომ ძალისხმევას პირველ რიგში, ადამიანების განათლების ამაღებასა და მაღალპროფესიული კადრების შექმნაში ვდებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics