|
2018-06-01 13:53:37, 1566 ნახვა
სამართალი
სარალიძის ადვოკატი: ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის - ადამიანს აქვს 11 ჭრილობა და უმრავლესობის ავტორი უცნობია
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ–ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე სასამართლოს გადაწყვეტილით უკმაყოფილოა. მისი თქმით ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, რადგან დავით სარალიძის შემთხვევაში, 11 ჭრილობის ავტორი უცნობია. „რა თქმა უნდა დღეს დადგა განაჩენი, მაგრამ ეს არ არის ის რასაც დაზარალებული მხარეები ითხოვდნენ. ჯერ კიდევ წინ გვაქვს ბრძოლა, ვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის პირი და გაიზიაროს ის ბედი რაც დანარჩენმა დამნაშავეებმა. ჩვენ ამ ეტაპზე სასჯელის ადექვატურობაზე არ ვმსჯელობთ, გამომდინარე იქიდან, რომ დავით სარალიძის შემთვევაში, გვაქვს ასეთი მდგომარეობა, როდესაც 11 ჭრილობის ავტორი უცნობია, რომელმაც სასდიკვდილო შედეგი გამოიღო. ანუ მდგომარეობა გაურკვეველია, ადამიანს აქვს 11 ჭრილობა და უმრავლესობის ავტორი უცნობია. აქედან გამომდინარე ჩვენ ამაზე სრულყოფილად ვერ ვიმსჯელებთ, ჩვენი ძირითადი ყურადღება, მიპყრობილია იქითკენ, რომ პროკურატურამ ყველაფერ ამაზე მოახდიონოს რეაგირება და დასაჯოს ყველა დამნაშავე პირი“, – განაცხადა ლონდარიძემ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)