01:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 13:31:55, 1041 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმის დადგენა, რაიმე გადაცდომა ხომ არ ჰქონდა პროკურატურას საქმის გამოძიებისას

„გუშინ სასამართლომ დაადასტურა, რომ გამოძიებამ დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოავლინა, ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს საპროცესო მოქმედებებს ისე, როგორც კანონშია გაწერილი, ამიტომ აუცილებელია  გამოძიების ხელახალი დაწყება“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ დაადგინოს, რაიმე გადაცდომა ხომ არ ჰქონდა პროკურატურას საქმის გამოძიებისას.

„ეს საქმე უნდა ყოფილიყო გამოძიებული თავიდანვე და მალე. იყო საფუძველი და საბაბი იმისა, გამოძიება წასულიყო იმ მიმართულებით, რომ უნდა გარკვეულიყო ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობაში მონაწილე სხვა პირი. დაუყონებლივ არის გამოძიება დასაწყები. რაც შეეხება საპარლამენტო კომისიას მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რაიმე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინა პროკურატურამ ამ დანაშაულის გამოძიების დროს და რატომ არ წავიდა გამოძიება ასევე სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება ახალ პროკურორს, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ახალი მთავარი პროკურორის არჩევა უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პასუხი განვითარებულ მოვლენებზე.

"ეს დაგვანახებს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების მიმართ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში არ დარჩეს შეგრძნება იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს მისთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას. აუცილებელია რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, სამოქალაქო საზოგადოებასთან შეთანხმებით, უნდა მოხდეს ისეთი კანდიდატურის დასახელება, რომელიც მისაღებია საზოგადოებისთვის, არის მიუკერძოებელი და აპოლიტიკური, პროფესიონალი ადამიანი“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

მან ასევე განმარტა, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემებია.

„მე არ შევდივარ საპარლამენტო კომისიაში, თუმცა მივმართავ და გამოვითხოვ იმ მასალებს, რომლის მიხედვითაც განაჩენი უკვე დადგა და პარლამენტს მივაწვდით ჩვენს შეფასებებს, როგორ წარიმართა გამოძიება. ჩემი კომპეტენცია არის ვისაუბრო პრობლემებზე და ხელისუფლებას ვესაუბრო ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, ფაქტია, რომ სისტემაში არის სერიოზული პრობლემები და ფაქტია, რომ უნდა გადაიდგას სერიოზული ნაბიჯები საგამოძიებო უწყებაში. ცვლილებები საჭიროა“, - განაცხადა ომბუდსმენმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics