|
2018-06-01 11:17:04, 1397 ნახვა
სამართალი
სასჯელის რა ოდენობას ითვალისწინებს მუხლის ის ნაწილი, რომლითაც არასრულწლოვნები დამნაშავედ იქნენ ცნობილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნობილ პირთათვის სასჯელის დანიშვნის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პროკურორმა მარიკა გოგოხიამ ისაუბრა სასჯელის ოდენობაზე, რაც განსაზღვრულია მუხლის იმ ნაწილისთვის, რა ნაწილითაც ორივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ. "მუხლის იმ ნაწილისთვის, რა ნაწილითაც ორივე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ, გათვალისწინევულია თავისუფლების აღკვეთა 13-დან 17-წლამდე ვადით. ვინაიდან ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია, დანიშნული სასჯელი მათ შეუმცირდებათ 1/4-ით",-აღნიშნა მარიკა გოგოხიამ. შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ., გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)