16:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 20:35:53, 1186 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: გადამდგარი თუ პოსტზე მყოფი, ყველამ უნდა გასცეს პასუხი დაგროვილ შეკითხვებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას სწორ ნაბიჯად აფასებს. 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ყველა ადამიანი ვინც შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დასძინა, რომ დაზარალებულების კითხვები პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს. 

„რასაკვირველია, გადადგომა არაფერს არ ნიშნავს, მე ადამიანურად მესმის ეს სერიოზული ტრაგედიაა, როცა ასეთი შემოტევის ფონზე გადადგები, მაგრამ ეს არაფერი არ არის იმ ადამიანურ ტრაგედიასთან შედარებით, რაც სარალიძეების ან დადუნაშვილების ოჯახში ტრიალებს. საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. გადამდგარი თუ პოსტზე მყოფი, ყველამ უნდა გასცეს პასუხი დაგროვილ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ადამიანი, ვინც იცის და ხელს აფარებს დამნაშავეს, ყველა ადამიანი, ვინც არასწორად, არა ქმედითად და მით უმეტეს თუ ვინმე გამოიკვეთა ისეთი, რომ შეგნებულად რამეს ამახინჯებს, ვფიქრობ, ერთნაირად არის პასუხისმგებელი საზოგადოების, ერის და უფლის წინაშე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics