|
2018-05-31 19:36:07, 1176 ნახვა
კომენტარი
„მართლმსაჯულება ყოველ მიზეზ გარეშე აღსრულდება!“ - ივანიშვილი მოზარდების მკველობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ის შეძრულია მოზარდების მკვლელობით და დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძის უწყება ნაკისრ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულდებდა. "ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება. თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა. მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა და მჯერა, რომ ირაკლი და მისი უწყება ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ყველა დამნაშავეს ადეკვატურად ეგო პასუხი კანონის წინაშე. სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ გამოძიების სანდოობა დაზარალებულის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ეჭვის ქვეშ დადგა, რასაც მთავარი პროკურორის მხრიდან მყისიერად მოჰყვა უკიდურესად ღირსეული, უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი. ირაკლი შოთაძის გადადგომა არის ის სრულიად ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრება იყო ქართული ოცნების თაოსნობით განხორციელებული 2012 წლის სახალხო რევოლუციის მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაზარალებულ ოჯახებს და გამოვთქვა რწმენა, რომ მართლმსაჯულება ყოველ მიზეზ გარეშე აღსრულდება!", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამო თანამდებობა დატოვა.
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)