|
2018-05-31 18:43:20, 2713 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებს. "პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს. ამასთან, ირაკლი შოთაძე დარწმუნეუბალი, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაგრძელდება. "რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება. აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთი მოკლულის მამა ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად პროკურატურასთან მივიდა და ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვა. ასევე სარალიძე ითხოვს დაისაჯოს ყველა პირი, რომელიც ხორავაზე მომხდარ მკვლელობაშია დამნაშავე. აქციაზე ამ დროისთვის ასობით ადამიანი იმყოფება. პროკურატურის მიმდებარე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)