|
2018-05-31 16:57:09, 1172 ნახვა
სამართალი
„პროკურატურა მკვლელებს ხელს აფარებს!“ - საგამოძიებო უწყებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია „ნუ მომკლავ“ მიმდინარეობს. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების ოჯახის წევრები და მეგობრები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ადგილზე ასევე იმყოფება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას და გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში პროკურატურა მას ატყუებდა და მისი შვილის მკვლელები არ დასჯილან. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები: „ნუ მომკლავ“, „გადადგეს შოთაძე“, „პროკურატურა მკვლელებს ხელს აფარებს“, „დაისაჯონ მკვლელები“ და სხვა. აქციის მონაწილეების ნაწილი ასევე ამბობს, რომ 51-ე სკოლის დირექტორი სკოლის მოსწავლეებს საშუალებას არ აძლევს, რომ სკოლის ტერიტორია დატოვონ და აქციას შეუერთდნენ. ამასთან, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას განცხადებით, სამართალდამცველებმა პროკურატურისკენ მომავალი ზაზა სარალიძის მხარდამჭერები და მეგობრები დააკავეს. ისინი შს მინისტრს გიორგი გახარაის მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ. ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში ირაკლი შოთაძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძესთან შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა სარალიძე უწყებაში ამ დრომდე არ შესულა, რადგან ის მედიის გარეშე შეხვედრაზე უარს ამბობს. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პროკურატურის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტილია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)