17:37 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 16:00:30, 913 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი მერიის მიერ ავტომანქანისა და მობილური ტელეფონების შესყიდვასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი დედაქალაქის მერიის მიერ ავტომანქანისა და მობილური ტელეფონების შესყიდვასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. მისი განმარტებით, საუბარია ერთი ავტომანქანის შესყიდვაზე.

„აქ არის საუბარი ერთი ავტომანქანის შესყიდვაზე. ეს ავტომანქანა განკუთვნილია თანამშრომლების გადაადგილებისთვის. დაახლოებით 5-6 წელია, მერიას ამ მიმართულებით შესყიდვა არ განუხორციელებია. მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ამხელა დაწესებულებამ თანამშრომლების გადაადგილებისთვის ერთი ავტომანქანა შეიძინოს. აქ არ არის საუბარი მაღალი კლასის კომფორტულ ავტომანქანაზე, ეს არის ჩვეულებრივი, საშუალო დონის ავტომანქანა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

რაც შეეხება მობილური ტელეფონების, შესყიდვას, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ტელეფონები განკუთვნილია უფასო სასადილოებისთვის, ბარათის წამკითხველის ფუნქციის შესასრულებლად და არა თანამშრომლებისათვის გადასაცემად.

„მერია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს უფასო სასადილოების მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც საჭიროა კონტროლი. ამაზეც საუბრობდა ოპოზიცია, რომ კონტროლი კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა და კიდევ უფრო მეტად ვაწესრიგებთ კონტროლის სისტემას. ამიტომ, ვყიდულობთ მობილურ ტელეფონებს. მობილურ ტელეფონს ბარათის წამკითხველის დატვირთვა ექნება და არ არის საუბარი თანამშრომლებისთვის გადაცემაზე. ისინი განკუთვნილი იქნება დამატებითი აღრიცხვის მოწესრიგებისთვის და განთავსდება უფასო სასადილოებში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
„გაიარე მეტი“ Bridgestone-თან ერთად - თბილისში „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვები გააუქმა
„როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს“ - თამრი ხურცილავა, „სუხიშვილების“ მოცეკვავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics