|
2018-05-31 15:16:56, 1097 ნახვა
სამართალი
შოთაძე: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა შვეიცარიის ბიუროში ჩატარდება
"შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან უკვე შედგა შეთანხმება, რომ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია სამხარაულის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში", - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. შოთაძის თქმით, შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს გადაეგზავნება ყველა საექსპერტო ნიმუში, სრული მასალა და ამასთან, მიეწოდება ყველა მტკიცებულება. "ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არსებობს კითხვები ამ გამოძიების მიმართ და ამ სამართალწარმოების მიმართ. ასევე კითხვები აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ბატონ ზაზა სარალიძეს. ჩვენთვის რა თქმა უნდა ლეგიტიმური არის და ჩემთვის პირადად როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის, როგორც პროკურორისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ ეს კითხვები არ დარჩეს პასუხგაუცემელი და არავის არ დარჩეს შეგრძნება, რომ ამ საქმეში რაღაც არ გაკეთდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში როდესაც ამ საქმის მიმართ საზოგადოებაში დაფიქსირდა უარყოფითი დამოკიდებულება და გაჟღერდა საჯაროს კითხვები მე იმ დღიდან ვცდილობდი შევხვედრილიყავი ბატონ ზაზა სარალიძეს და მასთან მქონოდა საუბარი ამ სისხლის სამართლის საქმეზე, იმ ქმედებებზე, იმ საპროცესო მოქმედებებზე რაზეც პროკურატურამ ამ საქმეზე გააკეთა. მე მინდოდა გულწრფელად გვესაუბრა და იმედი მაქვს რომ ამის შესაძლებლობა მე მომეცა და ასევე მინდოდა მისთვის მეთქვა და შემეთავაზებინა ის ქმედებები, ის ღონისძიებები რის გაჟღერებასაც ახლა ვაპირებ. ჩვენ ამაზე საჯაროდ აქამდე იმიტომ არ ვისაუბრეთ, რომ სასამართლო განხილვები ბოლოში იყო გასული და რამოდენიმე დღე იყო დარჩენილი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. შესაბამისად ჩვენი მხრიდან რომ არ აღქმულიყო ეს სასამართლოზე გარკვეული ზემოქმედების მცდელობა შესაბამისად ამაზე საჯაროდ არტ გვისაუბრია. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის, ქალაქ ლოზანის სასამართლო სამედიცინო საექსპერტო ბიუროსთან, რომელიც არსი მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული საექსპერტო ბიურო. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი სწორედ საექსპერტო დასკვნებთან მიმართებაში არსებობს საზოგადოებაში და აქვს ბატონ ზაზა სარალიძეს. შესაბამისად ჩვენ საეჭვოდ არ ვთვლით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ არცერთ ექსპერტიზას, თუმცა სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებას გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი, სწორედ იმისთვის, რომ დაზარალებულ ზაზა სარალიძეს გაეცეს მის კითხვებზე პასუხი ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით, შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან უკვე შედგა შეთანხმება, რომ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია სამხარაულის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში მათ გადაეგზავნებათ ყველა საექსპერტო ნიმუში, მათ გადაეგზავნებათ სრული მასალა, მათ მიეწოდებათ ყველა მტკიცებულება და საზოგადოება რა თქმა უნდა ინფორმირებული იქნება ამ პროცესის შესახებ. ჩვენ დაზარალებულ ზაზა სარალიძეს ვთავაზობთ, რომ მის ადვოკატთან ერთად შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერი კითხვა ჩვენი მეშვეობით, ნებისმიერი საკითხი რომელიც მას აინტერესებს ექსპერტიზისგან, დაუსვას შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)