01:17 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 14:03:27, 1016 ნახვა

სამართალი
კობახიძე ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განაჩენზე: აშკარაა, რომ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი

„როდესაც ორი ბავშვია მოკლული და ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში, მცდელობაზე, აშკარაა აქ, რომ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკითხი უნდა გაირკვეს და საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი უნდა დადგეს.

„ჩვენ, აპრიორი არცერთ მხარეს არ ვუცხადებთ ნდობას, ჩვენ ვამბობთ, რომ საბოლოოდ, ეს საკითხი უნდა გაირკვეს და უნდა დადგეს საბოლოოდ სამართლიანი განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი პოზიცია და შესაბამისად, არასწორია, ერთ მხარეს, აპრიორი, ნდობის გამოცხადება და მეორე მხარეს უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რაშია რეალურად საქმე",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics